სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტი 17 ნოემბერს, პარასკევს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გიწვევთ ინსტიტუტის თარგმანების სერიის „ფილოსოფიური ბიბლიოთეკის” მე-9 წიგნის, ჟან ჟაკ რუსოს „ფილოსოფიური ტრაქტატების“ პრეზენტაციაზე.
წიგნის მთარგმნელია დოდო ლაბუჩიძე, სამეცნიერო რედაქტორი – ნინო ფიფია, სერიის რედაქტორი – თამარ ცოფურაშვილი, კორექტორი – ანა ლომაძე.
დრო: 17 ნოემბერი,18:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი.ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია