ცნობიერების ფილოსოფია (ქრესტომათია)
შემდგენელი და მთავარი რედაქტორი თამარ ცხადაძე
სამეცნიერო რედაქტორი: ლერი მჭედლიშვილი
სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა 2013
ISBN: 978-9941-18-132-0
ეს ქრესტომათია ქართველ მკითხველს სთავაზობს თანამედროვე ფილოსოფიის ერთ-ერთ ცენტრალურ დარგში – ცნობიერების ფილოსოფიაში – მიმდინარე დებატების განმსაზღვრელი ტექსტების ქართულ თარგმანებს. უფრო კონკრეტულად, აღნიშნულ კრებულში მკითხველი გაეცნობა გილბერტ რაილის, ჰილარი პანტემის, დევიდ არმსტრონგის, დენიელ დენეტის, ჯონ სერლის, თომას ნაგელის და სხვა მკვლევრების ნაშრომებს. შერჩეული ტექსტების უმრავლესობა უკვე მყარადაა დამკვიდრებული ანალიზური ფილოსოფიის ანთოლოგიებსა და ქრესტომათიებში და მათთან ნაცნობობა, ანალიზურად ორიენტირებულ ფილოსოფიურ წრეებში მაინც, პროფესიის წევრობის აუცილებელი პირობაა – ფილოსოფიის სპეციალობის თითქმის ყველა სტუდენტი განათლების საბაკალავრო საფეხურზევე ეცნობა მათ.
თამარ ცხადაძე (შემდგ.), ცნობიერების ფილოსოფია: ქრესტომათია, სამეცნიერო რედაქტორი: ლერი მჭედლიშვილი, სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი 2013.