11 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ გაიმართა დევიდ ჰიუმის ნაშრომის – “გამოკვლევა მორალის პრინციპების შესახებ” – ქართული თარგმანის პრეზენტაცია. აღნიშნული თარგმანი სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის სერიის, “ფილოსოფიური ბიბლიოთეკის”, მე-14 წიგნად გამოიცა.
მთარგმნელი: თამარ ცხადაძე
სამეცნიერო რედაქტორები: ნოდარ ნათაძე, ელენე ლადარია
სერიის რედაქტორი და გამომცემელი: თამარ ცოფურაშვილი
პრეზენტაციაზე ჰიუმის ნაშრომისა და მისი თარგმანის შესახებ ისაუბრეს მთარგმნელმა და რედაქტორებმა.







