თარგმანის კრებულის პრეზენტაცია
სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ორგანიზებით 2013 წლის 18 დეკემბერს წიგნის მაღაზია „ლიგამუსში“ გაიმართა თარგმანის კრებულის პრეზენტაცია „ბიბლია პოსტმოდერნული პერსპექტივიდან“.
კრებულის შემდგენელია თამარ ცოფურაშვილი. კრებულში შესულია უმბერტო ეკოს, რენე ჟირარის, იულია კრიტევას, ჟაკ ლაკანის, ჟაკ დერიდას, ჰანს ბლუმენბერგის, მარსელ ჰენაფის, მორის ბლანშოს, ალენ ბადიუს, ჟან-ლიუკ ნანსის, ემანუელ ლევინასის და როლან ბარტის ტექსტები ბიბლიისა და საკრალურის მნიშვნელობის გააზრების შესახებ. აღნიშნული ტექსტები ქართულად პირველად ითარგმნა და მათზე მუშაობდნენ ელენე ლადარია, ლუკა ნახუცრიშვილი, თამარ ცოფურაშვილი, ჯულიეტა პაკაცოშვილი, დავით კახაბერი, ზვიად ზალიკიანი, თამარ ქებურია.
პრეზენტაციაზე ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა თამარ ცოფურაშვილმა აუდიტორიას გააცნო კრებულის შექმნის იდეა, თარგმნის პროცესი და თვითონ ტექსტების აქტუალობის საკითხი.
სტუმრებს თარგმანებზე მუშაობის გამოცდილება ასევე გაუზიარეს მთარგმნელებმა და რედაქტორებმა.
პრეზენტაციას ესწრებოდა ემერიტუს-პროფესორი გურამ თევზაძე, რომელმაც დადებითად შეაფასა კრებულის გამოცემა. პროფესორმა გიგა ზედანიამ კი ხაზი გაუსვა კრებულის აქტუალობას და იმას, რომ ამ კრებულის კონცეფციაში ორი პოპულარული კონცეპტის – ბიბლიისა და პოსტმოდერნიზმის გაერთიანება მოხდა.
სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ორგანიზებით 2013 წლის 19 დეკემბერს წიგნის მაღაზია „ლიგამუსში“ გაიმართა კრებულის „ცნობიერების ფილოსოფია. ქრესტომათია“ პრეზენტაცია, რომელიც შეადგინა და თარგმნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა თამარ ცხადაძემ.
ეს ქრესტომათია მკითხველს სთავაზობს თანამედროვე ფილოსოფიის ერთ-ერთ დარგში იმ ტექსტების ქართულ თარგმანს, რომლებიც ცნობიერების ფილოსოფიაში მიმდინარე თანამედროვე დებატების განმსაზღვრელია.
პრეზენტაციაზე ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა თამარ ცოფურაშვილმა ისაუბრა წარმოდგენილი წიგნის მნიშვნელობაზე საქართველოში ცნობიერების ფილოსოფიის,