სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის საბჭოთა პერიოდის საარქივო მასალები, 1946-1991, საიუბილეო გამოცემა, ნაწილი II
შემდგენელი მერი ცუცქირიძე
სამეცნიერო რედაქტორი თამარ ცოფურაშვილი
სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა 2017
ISBN 978-9941-18-285-3
ISBN 978-9941-18-287-7
2016 წელს სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის დაარსებიდან 70 წელი შესრულდა. წინამდებარე გამოცემა, რომელიც ორ ნაწილად გამოვიდა, სწორედ ამ საიუბილეო თარიღს ეძღვნება. ის მოიცავს ფილოსოფიის ინსტიტუტის დაარსებიდან საბჭოთა კავშირის დაშლამდე პერიოდის საარქივო მასალებს. გამოცემის მიზანია რეფლექსიისთვის წარმოადგინოს ფაქტობრივი მასალა – შემდგენელისა თუ რედაქტორის მხიდან მინიმალური ჩარევით – რათა კიდევ ერთხელ მოგვეცეს შესაძლებლობა ქართული სამეცნიერო სივრცის წარსულისა და აწმყოს გასაანალიზებლად.
გამოცემის მეორე ნაწილი ორი თავისაგან შედგება. გავითვალისწინეთ რა, რომ შესაძლოა ზოგიერთ მკითხველს აინტერესებდეს კონკრეტული თემის გარშემო არსებული მასალა (მაგალითად, ინსტიტუტის თანამშრომელთა მიერ ლოგიკის დარგში მიღწეული შედეგები), მეორე ნაწილის პირველ თავში დოკუმენტები თემატური პრინციპით დავალაგეთ. გამოცემის მეორე ნაწილის მეორე თავში კი ასახულია ფილოსოფიის ინსტიტუტში მოღვაწე პირველი თაობისა და მათი მოსწავლეების პირადი საქმეები.
სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის საბჭოთა პერიოდის საარქივო მასალები, 1946-1991, საიუბილეო გამოცემა, ნაწილი II, შემდგენელი მერი ცუცქირიძე, სამეცნიერო რედაქტორი თამარ ცოფურაშვილი, სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი 2017.