სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის საბჭოთა პერიოდის საარქივო მასალები, 1946-1991, საიუბილეო გამოცემა, ნაწილი I
შემდგენელი მერი ცუცქირიძე
სამეცნიერო რედაქტორი თამარ ცოფურაშვილი
სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა 2017
ISBN 978-9941-18-285-3
ISBN 978-9941-18-286-0
2016 წელს სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის დაარსებიდან 70 წელი შესრულდა. წინამდებარე გამოცემა, რომელიც ორ ნაწილად გამოვიდა, სწორედ ამ საიუბილეო თარიღს ეძღვნება. ის მოიცავს ფილოსოფიის ინსტიტუტის დაარსებიდან საბჭოთა კავშირის დაშლამდე პერიოდის საარქივო მასალებს. გამოცემის მიზანია რეფლექსიისთვის წარმოადგინოს ფაქტობრივი მასალა – შემდგენელისა თუ რედაქტორის მხრიდან მინიმალური ჩარევით – რათა კიდევ ერთხელ მოგვეცეს შესაძლებლობა ქართული სამეცნიერო სივრცის წარსულისა და აწმყოს გასაანალიზებლად.
გამოცემის პირველ ნაწილში შედის ორი თავი. პირველი მათგანი ეთმობა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის შემადგენლობაში ფილოსოფიის განყოფილების, შემდეგ კი მის საფუძველზე ინსტიტუტის დაარსების, მისი სტრუქტურების ჩამოყალიბების შესახებ არსებულ მასალებს. ამ უზოგადესი სახის მასალების შემდეგ, მეორე თავში მოცემულია ფილოსოფიის ინსტიტუტის მუშაობის ამსახველი 1944-1991 წლების დოკუმენტები, დალაგებული ქრონოლოგიური პრინციპით.
სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის საბჭოთა პერიოდის საარქივო მასალები, 1946-1991, საიუბილეო გამოცემა, ნაწილი I, შემდგენელი მერი ცუცქირიძე, სამეცნიერო რედაქტორი თამარ ცოფურაშვილი, სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი 2017.