9 დეკემბერს წიგნის სახლში ”ლიგამუსი” გაიმართა საულ ა. კრიპკეს წიგნის – ”სახელდება და აუცილებლობა” – ქართული თარგმანის პრეზენტაცია. ფილოსოფიის ინსტიტუტის მიერ გამოცემული სერიის, ”ფილოსოფიური ბიბლიოთეკის”, რიგით მესამე წიგნი ინგლისურიდან თარგმნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, თამარ ცხადაძემ. აკადემიური სივრცის წარმომადგენლებისა და ფართო აუდიტორიის წინაშე წიგნი თავად მთარგმნელმა წარადგინა. მან ისაუბრა საკუთარი სახელების მნიშვნელობაზე, კრიპკეს მიერ ხისტი აღმნიშვნელის შემოტანაზე და ასევე იმაზე, თუ როგორ განვითარდა მოდალობისა და შესაძლო სამყაროების კონცეფციები აუცილებლობისა და შესაძლებლობის ცნებებად. წარმოდგენილი იყო კრიპკეს კრიტიკა საკუთარი სახელების მნიშვნელობის ”დესკრიპტივისტული” თეორიის შესახებ. მოხსენება დასრულდა დისკუსიით. მთარგმნელმა თამარ ცხადაძემ უპასუხა აუდიტორიის შეკითხვებს და დააზუსტა წიგნში განხილული ზოგი მნიშვნელოვანი კონცეფცია.
გალერეა: