16 ნოემბერს სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ორგანიზებით სან-დიეგოს უნივერსიტეტის ლექტორმა, კევინ სიფერთმა სამეცნიერო კოლოკვიუმის ფარგლებში წაიკითხა მოხსენება თემაზე: “Mortal Assemblages: Re-Questioning Technology and the Apparatus of Capture”. მან ისაუბრა ტექნოლოგიის არსის მარტინ ჰაიდეგერისეულ გაგებაზე; განიხილა მისი „პლატონის სოფისტი”, ტერმინ technê-ს ჰაიდეგერისეული განმარტება, რომელიც წარმოაჩენს გასაგნებულ, საკუთარი თავის გარკვეულ პროდუქტად აღმქმელ ადამიანს.
მომხსენებელმა განიხილა აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებული როგორც ჰაიდეგერისეული, ასევე ჟილ დელიოზისა და ფელიქს გუატარის მიერ შემოთავაზებული სავარაუდო გამოსავალი და მათი რელევანტურობა თანამედროვე გამოწვევების კონტექსტში.