27 ივნისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ორგანიზებით, გაიმართა მორიგი სამეცნიერო კოლოქვიუმი, რომლის მთავარი განსახილველი თემა იყო ფილოსოფიური ბიბლიოთეკის სერიის მომდევნო წიგნის – დან ზაჰავის „ჰუსერლის ფენომენოლოგია“ – ქართული თარგმანის პრობლემური ტერმინების გარჩევა და დაზუსტება. შეხვედრას ესწრებოდნენ მთარგმნელი გიგლა გონაშვილი, სერიის რედაქტორი თამარ ცოფურაშვილი, პროფესორები მამუკა ბერიაშვილი და თამარ ცხადაძე, ასევე – ილიაუნის რექტორი გიგა ზედანია. განსახილველი საკითხების რაოდენობიდან გამომდინარე და საბოლოო კონსესუსის მისაღწევად, 6 ივლისს განმეორებითი შეხვედრა გაიმართა.