საერთაშორისო ვორკშოპი „არისტოტელიზმი აღმოსავლეთ საქრისტიანოში“

2021 წლის 20-22 სექტემბერს სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტში გაიმართა საერთაშორისო ვორკშოპი „არისტოტელიზმი აღმოსავლეთ საქრისტიანოში“ ოქსფორდის უნივერსიტეტის საგრანტო კონკურსში გამარჯვებული ფილოსოფიის ინსტიტუტის კვლევითი პროექტის „არისტოტელიზმი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქრისტიანოში“ ფარგლებში, რომელიც ფინანსდება ჯონ ტემპლტონის ფონდიდან. პროექტი მიზნად ისახავს არისტოტელეს „პერი ჰერმენეიას“ მე-18 საუკუნის ქართულენოვანი თარგმანისა და ორი კომენტარის გამოცემას, ასევე მათ ფილოსოფიურ შესწავლას. პროექტის ხელმძღვანელია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფ., დოქტ. თამარ ცოფურაშვილი.

ვორკშოპზე მოხსენებები წაიკითხეს მოწვეულმა მომხსენებლებმა: ათენის აკადემიის მკვლევარმა დოქტ. აპოსტოლოს სტაველასმა, ბერის კოლეჯის პროფ., დოქტ. მაიკლ პაპაზიანმა, თსუ პროფ., დოქტ. ლელა ალექსიძემ.

პროექტის „არისტოტელიზმი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქრისტიანოში“ შუალედური შედეგები წარმოადგინეს სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის მკვლევრებმა: ლუკა კუჭუხიძემანა ლომაძემ და თორნიკე გოგინაშვილმა, ასევე პროექტის კონსულტანტმა, კ. კეკელიძის სახ. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა, პროფ., დოქტ. მაია რაფავამ.

განრიგი

2021 წელი

Facebook