საერთაშორისო კონფერენცია: „თავისუფლება და რელიგია გერმანიასა და საქართველოში“

ფრიდრიხ ნაუმანის ფონდისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ორგანიზებით, 20-21 აპრილს, წიგნის სახლში „ლიგამუსი“, გაიმართა კონფერენცია „თავისუფლება და რელიგია გერმანიასა და საქართველოში“. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი მოხსენებები:

რეფორმაციის თავისუფალმა აზროვნებამ (1517) ევროპა შეცვალა“
პროფ. ირმგარდ შვეტცერი

„ქრისტიანული ეკლესიის განვითარება და ცვლილება: როგორც დასავლეთის, ასევე მართლმადიდებლური ეკლესიის გადმოსახედიდან“
პროფ. თინა ლექსუტი, ასოც. პროფ. ლევან გიგინეიშვილი

„რომაული წყობილება, როგორც საფრთხე – საზღვრები და მაგალითი პირველი ქრისტიანებისთვის“ („ქრისტიანოი“)
პროფ. ტასილო შმიდტი

„ეკლესიის რეფორმა მე-15 და მე-16 საუკუნეების ევროპაში, როგორც საზოგადოებაში დაძაბულობებისა და ომების გამომწვევი“
დოქტ. კრისტიან მაკი

„ქართულ-მართლმადიდებლური ეკლესიის გზა წარსულსა და აწმყოში, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცვლილებების გათვალისწინებით“
ასოც. პროფ. სოფიო ზვიადაძე

„ქრისტიანული ეკლესიის როლის შენარჩუნება პლურალისტურ საზოგადოებაში – მშვიდობა და თავისუფლება ეკლესიის გადმოსახედიდან“
დოქტ. ურსულა კრეი

„რეფორმაციის ისტორიული, კულტურული და ფილოსოფიური კონტექსტები“
პროფ. თამარ ცოფურაშვილი

„ეკლესია, როგორც სულიერი და საზოგადოებრივი ცვლილების მამოძრავებელი ძალა – ეკლესიის თვალით დანახული სამართლიანობა და თავისუფლება“
პროფ. კრისტიან კარსი, ასოც. პროფ. მალხაზ სონღულაშვილი

„მიმართულებების და განვლილი გზების შედარება რომაულ – კათოლიკური ეკლესიის მე-2 ვატიკანურ საბჭოსა (1962) და კრეტაზე (2016) გამართულ მართლმადიდებლურ საბჭოს კრებებს შორის“
ბექა მინდიაშვილი

ვიზეიმოთ რეფორმაცია? რელიგია და პოლიტიკა მე-16 საუკუნის ევროპაში – გავლენა დღემდე
პროფ. ლუიზე შორნ-შუეტტე

კონფერენციის ფარგლებში, ასევე, გაიმართა დისკუსიები შემდეგ თემებზე:

„საზოგადოება და პოლიტიკა ევროპაში , შეინიშნება თუ არა კვლავ ქრისტიანული ფესვები?“
მოდერატორი: ასოც. პროფ. ლაშა ბაქრაძე

დოქტ. ურსულა კრეი, პროფ. ათინა ლექსუტი, ასოც. პროფ. ქეთევან გურჩიანი, ზელიმხან უძილაური

„რელიგია და რეფორმა გერმანიასა და საქართველოში“

მოდერატორი – პროფ. ოლივერ რაისნერი

დავით უსუფაშვილი, დოქტ. ირმგარდ შვეცერი, ბექა მინდიაშვილი, პროფ. ლუიზე შორნ-შუეტტე

Facebook