საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ნეოპლატონიზმი და არისტოტელიზმი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქრისტიანოში“

სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტმა 2019 წლის 17-18 ივნისს უმასპინძლა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „ნეოპლატონიზმი და არისტოტელიზმი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქრისტიანოში“, მიძღვნილს ადრეული შუა საუკუნეებიდან ახალ დრომდე პლატონისა და არისტოტელეს ფილოსოფიური ნააზრევის ინტერპრეტაციებისადმი. კონფერენციაში ქართველ მომხსენებლებთან ერთად მონაწილეობდნენ შვეიცარიის, ჩეხეთის, ავსტრიის, საბერძნეთის, ბელგიისა და ირლანდიის აკადემიური წრეების პროფესორები და მკვლევრები. მონაწილეებს მიესალმნენ ორგანიზატორები – სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორი პროფ., დოქტთამარ ცოფურაშვილი და შვეიცარიის ფრიბურგის უნივერსიტეტის შუა საუკუნეების ფილოსოფიისა და ონტოლოგიის კათედრის გამგე, პროფ., დოქტ. ტიციანა სუარესნანი, ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი პროფ., დოქტნინო დობორჯგინიძე.

კონფერენციაზე წაიკითხეს შემდეგი მოხსენებები: პროფ., დოქტლენკა კარფიკოვა (პრაღის ჩარლზის უნივერსიტეტი), „წარმოსახვა და მეხსიერება ავგუსტინეს წერილებში ნებრიდიუსისადმი“; პროფ., დოქტ. ტიციანა სუარესნანი (ფრიბურგის უნივერსიტეტი), „პლატონიზმი და არისტოტელიზმი უსასრულო ღვთაებრივის შესახებ XIII საუკუნეში ალექსანდრე ჰალეელისა და თომა აკვინელის მაგალითზე“; პროფ., დოქტლელა ალექსიძე (თსუ), „პეტრიწი და პლეთონი არისტოტელეს პლატონისგან განსხვავების შესახებ“; პროფ., დოქტლევან გიგინეიშვილი (თსუ), „პროკლეს ღვთისმეტყველების საფუძვლების პეტრიწისეული თარგმანის ენობრივ-ფილოსოფიური თავისებურებანი“; დოქტნიკლა ანდრე (ფრიბურგის უნივერსიტეტი), „ადამიანის ადგილი სამყაროში პლოტინის მიხედვით“; პროფ., დოქტმაგდა მჭედლიძე (თსუ), „ტერმინ ὕφεσις -ის გააზრება პროკლეს ფილოსოფიაზე XII საუკუნის კომენტარებში: პეტრიწი და ნიკოლოზ მეთონელი“; დოქტორანტი თამარ ხუბულავა (შვეიცარიის ფრიბურგისა და გერმანიის ფრიბურგის უნივერსიტეტები), „პეტრიწის სულის შესახებ მოძღვრება პროკლეს კავშირნი ღმრთისმეტყუელებითნის კომენტარში“; ასისტ., დიპლალექსეი მოროზოვი (ფრიბურგის უნივერსიტეტი), „პლატონის დიალოგები და მეთოდე ოლიმპიელის De resurrectione“; დოქტორანტი ანა ქირია (თსუ) „გონების გენეზისის თეორია პლოტინთან“; დოქტჯონ დადლი (UCL-ის მკვლევარი, ლუვენი), „ნეოპლატონიზმს დაპირისპირებული არისტოტელიზმი დასავლეთ საქრისტიანოში“; პროფ., დოქტფრანც მალი (ფრიბურგის უნივერსიტეტი), „ვალენტინისეული gnosis-ი ფსევდო იპოლიტეს elenchos-ს პლატონური მემკვიდრეობის პრიზმაში“; პროფ., დოქტთამარ ცოფურაშვილი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი), „მაისტერ ეკჰარტის ტრანსცენდენტალიების თეორია და მისი ნეოპლატონური და არისტოტელური წყაროები“; პროფ., დოქტფილიპ კარფიკი (ფრიბურგის უნივერსიტეტი), „სიყვარულის ნეოპლატონური თეორია მარსილიო ფიჩინოსთან“; ასოცპროფ., დოქტმაკა ლაშხია (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი), „ნეოპლატონური ფილოსოფიის ინტერპრეტაცია მარსილიო ფიჩინოსთან“; ასოცპროფ., დოქტოლივიე რიბორდი (ვენის უნივერსიტეტი), „პლატონი და არისტოტელე, როგორც მოდელები ახალი ფილოსოფიური მიდგომისა უსასრულოს შესახებ პატრიცის Nova de universis philosophia და ფრანცისკო სუარესის მეტაფიზიკური განაზრებები“; პროფ., დოქტნინო დობორჯგინიძე (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი), „ტექსტი როგორც სარგებელი: ამონიოსის გავლენა ძველ ქართულ ფილოლოგიურ პრაქტიკაზე“; დოქტაპოსტოლოს სტაველასი (ათენის აკადემია), „პროკლე Kairos-ის შესახებ“; დოქტლაშა მათიაშვილი (თსუ), „თავისუფლების მეტაფიზიკა პლოტინის და შელინგის ფილოსოფიებში“; დოქტმაგდალენა ბურლაკუ (ფრიბურგის უნივერსიტეტი), „არისტოტელური ცნებები თეოდორე სტუდიელთან“; პროფემერიტ., დოქტდოქტფრან რურკი (დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯი), „თომა აქვინელის ნეოპლატონური ესთეტიკა“.

კონფერენციაზე წაკითხული მოხსენებები შევა კრებულში, რომელსაც გამოსცემენ კონფერენციის ორგანიზატორები ტიციანა სურარესნანი და თამარ ცოფურაშვილი ფრიბურგის უნივერსიტეტის პუბლიკაციების სერიით Scrinium Friburgense.

Facebook