საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ნეოპლატონიზმი და არისტოტელიზმი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქრისტიანოში“

სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტმა 2019 წლის 17-18 ივნისს უმასპინძლა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „ნეოპლატონიზმი და არისტოტელიზმი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქრისტიანოში“, მიძღვნილს ადრეული შუა საუკუნეებიდან ახალ დრომდე პლატონისა და არისტოტელეს ფილოსოფიური ნააზრევის ინტერპრეტაციებისადმი. კონფერენციაში ქართველ მომხსენებლებთან ერთად მონაწილეობდნენ შვეიცარიის, ჩეხეთის, ავსტრიის, საბერძნეთის, ბელგიისა და ირლანდიის აკადემიური წრეების პროფესორები და მკვლევრები. მონაწილეებს მიესალმნენ ორგანიზატორები – სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორი პროფ., დოქტ. თამარ ცოფურაშვილი და შვეიცარიის ფრიბურგის უნივერსიტეტის შუა საუკუნეების ფილოსოფიისა და ონტოლოგიის კათედრის გამგე, პროფ., დოქტ. ტიციანა სუარესნანი, ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი პროფ., დოქტ. ნინო დობორჯგინიძე.

კონფერენციაზე წაიკითხეს შემდეგი მოხსენებები: პროფ., დოქტ. ლენკა კარფიკოვა (პრაღის ჩარლზის უნივერსიტეტი), „წარმოსახვა და მეხსიერება ავგუსტინეს წერილებში ნებრიდიუსისადმი“; პროფ., დოქტ. ტიციანა სუარესნანი (ფრიბურგის უნივერსიტეტი), „პლატონიზმი და არისტოტელიზმი უსასრულო ღვთაებრივის შესახებ XIII საუკუნეში ალექსანდრე ჰალეელისა და თომა აკვინელის მაგალითზე“; პროფ., დოქტ. ლელა ალექსიძე (თსუ), „პეტრიწი და პლეთონი არისტოტელეს პლატონისგან განსხვავების შესახებ“; პროფ., დოქტ. ლევან გიგინეიშვილი (თსუ), „პროკლეს ღვთისმეტყველების საფუძვლების პეტრიწისეული თარგმანის ენობრივ-ფილოსოფიური თავისებურებანი“; დოქტ. ნიკლა ანდრე (ფრიბურგის უნივერსიტეტი), „ადამიანის ადგილი სამყაროში პლოტინის მიხედვით“; პროფ., დოქტ. მაგდა მჭედლიძე (თსუ), „ტერმინ ὕφεσις -ის გააზრება პროკლეს ფილოსოფიაზე XII საუკუნის კომენტარებში: პეტრიწი და ნიკოლოზ მეთონელი“; დოქტორანტი თამარ ხუბულავა (შვეიცარიის ფრიბურგისა და გერმანიის ფრიბურგის უნივერსიტეტები), „პეტრიწის სულის შესახებ მოძღვრება პროკლეს კავშირნი ღმრთისმეტყუელებითნის კომენტარში“; ასისტ., დიპლ. ალექსეი მოროზოვი (ფრიბურგის უნივერსიტეტი), „პლატონის დიალოგები და მეთოდე ოლიმპიელის De resurrectione“; დოქტორანტი ანა ქირია (თსუ) „გონების გენეზისის თეორია პლოტინთან“; დოქტ. ჯონ დადლი (UCL-ის მკვლევარი, ლუვენი), „ნეოპლატონიზმს დაპირისპირებული არისტოტელიზმი დასავლეთ საქრისტიანოში“; პროფ., დოქტ. ფრანც მალი (ფრიბურგის უნივერსიტეტი), „ვალენტინისეული gnosis-ი ფსევდო იპოლიტეს elenchos-ს პლატონური მემკვიდრეობის პრიზმაში“; პროფ., დოქტ. თამარ ცოფურაშვილი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი), „მაისტერ ეკჰარტის ტრანსცენდენტალიების თეორია და მისი ნეოპლატონური და არისტოტელური წყაროები“; პროფ., დოქტ. ფილიპ კარფიკი (ფრიბურგის უნივერსიტეტი), „სიყვარულის ნეოპლატონური თეორია მარსილიო ფიჩინოსთან“; ასოც. პროფ., დოქტ. მაკა ლაშხია (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი), „ნეოპლატონური ფილოსოფიის ინტერპრეტაცია მარსილიო ფიჩინოსთან“; ასოც. პროფ., დოქტ. ოლივიე რიბორდი (ვენის უნივერსიტეტი), „პლატონი და არისტოტელე, როგორც მოდელები ახალი ფილოსოფიური მიდგომისა უსასრულოს შესახებ პატრიცის Nova de universis philosophia და ფრანცისკო სუარესის მეტაფიზიკური განაზრებები“; პროფ., დოქტ. ნინო დობორჯგინიძე (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი), „ტექსტი როგორც სარგებელი: ამონიოსის გავლენა ძველ ქართულ ფილოლოგიურ პრაქტიკაზე“; დოქტ. აპოსტოლოს . სტაველასი (ათენის აკადემია), „პროკლე Kairos-ის შესახებ“; დოქტ. ლაშა მათიაშვილი (თსუ), „თავისუფლების მეტაფიზიკა პლოტინის და შელინგის ფილოსოფიებში“; დოქტ. მაგდალენა ბურლაკუ (ფრიბურგის უნივერსიტეტი), „არისტოტელური ცნებები თეოდორე სტუდიელთან“; პროფ. ემერიტ., დოქტ. დოქტ. ფრან რურკი (დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯი), „თომა აქვინელის ნეოპლატონური ესთეტიკა“.

კონფერენციაზე წაკითხული მოხსენებები შევა კრებულში, რომელსაც გამოსცემენ კონფერენციის ორგანიზატორები ტიციანა სურარესნანი და თამარ ცოფურაშვილი ფრიბურგის უნივერსიტეტის პუბლიკაციების სერიით Scrinium Friburgense.

 

Facebook