საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მრავალნაირი არისტოტელე: რეფლექსიები აღმოსავლეთ და დასავლეთ საქრისტიანოში”.

2024 წლის

24-25 მაისს სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მრავალნაირი არისტოტელე: რეფლექსიები აღმოსავლეთ და დასავლეთ საქრისტიანოში”.
კონფერენცია ორგანიზებული იყო ოქსფორდის უნივერსიტეტის საგრანტო პროექტის „მეცნიერებისა და რელიგიის ახალი ჰორიზონტები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში” ფარგლებში და დაფინანსდა ჯონ ტემპტონის ფონდის მიერ. 2023 წლიდან ოქსფორდის უნივერსიტეტის გრანტის ფარგლებში სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტში მიმდინარეობს კვლევითი პროექტი „არისტოტელეს კატეგორიები აღმოსავლეთ და დასავლეთ საქრისტიანოში”, რომელსაც ხელმძღვანელობს პროფესორი თამარ ცოფურაშვილი.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო პროექტის მიმდინარე კვლევითი შედეგები. პროექტში ჩართული მკვლევრებისა და ქართული უნივერსიტეტების პროფესორების გარდა, კონფერენციაზე მოხსენებები წაიკითხეს სხვადასხვა ევროპული უნივერსიტეტების პროფესორებმაც:
ქრისტოფ ერისმანმა (ვენა), ოლივიე რიბორდმა (ვენა), იაკობ შმუცმა (ლუვენი), ტიციანა სუარეს-ნანიმ (ფრაიბურგი).

Facebook