საერთაშორისო სადოქტორო სეზონური სკოლა ეთიკასა და პოლიტიკის ფილოსოფიაში

2023 წლის 3-8 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტეფანწმინდის ალპური ეკოლოგიის ინსტიტუტის კვლევით ბაზაზე გაიმართა საერთაშორისო სადოქტორო სეზონური სკოლა ეთიკასა და პოლიტიკის ფილოსოფიაში.  სკოლაში მონაწილეობა მიიღო როგორც საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის სტუდენტებმა, ისე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტებმა და მაგისტრანტებმა.
 
სადოქტორო სკოლის თემატიკა იყო კლიმატის ეთიკის პრობლემები, ზიანის ცნების ფილოსოფიური ასპექტები პოლიტიკის ფილოსოფიაში, გენდერული სამართლიანობა და თავისუფლების ცნების ფილოსოფიური ასპექტები.

სკოლის ლექტორები იყვნენ:
  • ანკა გაუსი (ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი)
  • აქსელ გოსრი (UCLouvain, ჰუვერის კათედრა)
  • კატრიონა მაკინონი (ექსეტერის უნივერსიტეტი)
  • კირან ობერმანი (ლონდონის ეკონომიკის სკოლა)

სკოლის ინსტიტუციური ორგანიზატორები იყვნენ:

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი კვლევების ცენტრი;
  • სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტი;
  • ლუვენ-ლა-ნოვის კათოლიკური უნივერსიტეტის ჰუვერის ცენტრი.

Facebook