სავლე წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტის მკვლევარმა ქეთევან გურჩიანმა წარადგინა ანგარიში 2019 წლის ზაფხულში ორი თვით ფრანკფურტის უნივერსიტეტის ჰუმანიტარული მეცნიერებების (Forschungskolleghumanwissenschaften Bad Homburg იხ. http://www.forschungskolleg-humanwissenschaften.de/) კვლევით პროექტში »Religiöse Positionierung. Modalitäten und Konstellationen in jüdischen, christlichen und islamischen Kontexten« მონაწილეობის შესახებ. პროექტში მონაწილეობა გულისხმობდა მოხსენებების წაკითხვას და მის ფარგლებში პუბლიკაციის მომზადებას. სემინარზე მკვლევარმა წარმოადგინა კვლევა ინტერსუბიექტურობის სპეციფიკის შესახებ მულტირელიგიურ გარემოში.