3 აპრილს ერაზმუს პლუსის აკადემიური მობილობის პროგრამის ფარგლებში სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის სამეცნიერო კოლოკვიუმზე სლოვაკეთის რუჟომბეროკის კათოლიკური უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა მარიან კუნამ წაიკითხა მოხსენება თემაზე: “Freedom of Speech versus Hate Speech”.
მომხსენებელმა სიტყვის თავისუფლებისა და სიძულვილის ენის ურთიერთმიმართება განიხილა სამართლის ფილოსოფიის კონტექსტში. მან მოკლედ მიმოიხილა როგორც სიტყვის თავისუფლების სამართლებრივი მდგომარეობა ევროპულ გამოცდილებაში, ასევე სიძულვილის ენის სხვადასხვა ხარისხის გამოხატულებების აღმკვეთი განსხვავებული სამართლებრივი რეაქციები. მომხსენებლის მიზანი იყო გამოეკვეთა, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სიძულვილის ენის კანონის ზედმიწევნითი შესწავლა, რათა არ დაზარალდეს ისეთი მნიშვნელოვანი დემოკრატიული პრინციპი, როგორიცაა სიტყვის თავისუფლება.