19, 22 და 23 მაისს წიგნის სახლში „ლიგამუსი“ სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ორგანიზებით უფსალის უნივერსიტეტის პროფესორი იოჰან ტრალაუ წაიკითხავს საჯარო ლექციებს პოლიტიკური და მორალის ფილოსოფიის საწყისების შესახებ ძველ ბერძნულ ფილოსოფიასა და ლიტერატურაში.
უფსალის უნივერსიტეტის (შვედეთი) პროფესორი იოჰან ტრალაუ ევროკავშირის გაცვლითი პროგრამით ერაზმუს+ იმყოფება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი სამეცნიერო კვლევის თემაა პოლიტიკური ფილოსოფიის დაბადება ანტიკურ საბერძნეთში. 2013 წელს შვედეთის აკადემიამ გადასცა იოჰან ლუნდბლადის პრიზი კლასიკურ ფილოლოგიასა და ანტიკურ ისტორიაში.
ლექციების დრო და ანოტაცია
19 მაისი, 15:00 ლიგამუსი
პოლიტიკური და მორალის ფილოსოფიის საწყისები I: პლატონთან, ჰომეროსსა და
ხეთურ გილგამეშის ეპოსში
პირველ ლექციაზე განხილული იქნება პოლიტიკური და მორალური ფილოსოფიის
საწყისები. მომხსენებლის აზრით, ამის აღმოჩენა შესაძლებელია „შიდა კრიტიკის“
სიცხადით, რაც გულისხმობს რაციონალური არგუმენტაციის იმ ტექნიკათა
ერთობლიობას, რომელიც არ არის პლატონის მიერ გამოყენებულის მსგავსი. შინაგანი
კრიტიკა გულისხმობს, შეხედულების „შიგნიდან“ უარყოფის მცდელობას, რაც ძალიან
ხშირად დაფუძნებულია თანამოსაუბრის პირადი არგუმენტის წინაპირობაზე. თუმცა
საკითხავია იყო თუ არა აზროვნების ეს ფორმა დასაწყისიდანვე? ჰომეროსის „ილიადის“
და ხეთური გილგამეშის ფრაგმენტების ანალიზის საფუძველზე, მომხსენებელი
ფიქრობს, რომ ამ ადრეულ ბერძნულ და ანატოლიურ წყაროებში მსგავსი არგუმენტაცია
არ გვხვდება. ეს ნიშნავს, რომ შიდა კრიტიკა უნდა გავიაზროთ როგორც
ინტელექტუალური და ისტორიული ინოვაცია, რომლის წარმოშობა სხვა ადგილებსა და
უფრო გვიანდელ დროს უნდა ვეძიოთ.
22 მაისი, 17:00 ლიგამუსი
პოლიტიკური და მორალის ფილოსოფიის საწყისები II: რატომ შეიძლება ესქილეს
ორესტე უფრო მნიშვნელოვანი იყოს ვიდრე პროტაგორა
მეორე ლექციაზე, წარმოდგენილი იქნება შინაგანი კრიტიკის ძიება ძველ ბერძნულ
ლიტერატურაში. ზოგიერთი ძველი პოეტი, თეოგნიდე და საფო, შინაგანი კრიტიკის
ისტორიის მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენენ და დიდი ალბათობით ეს ასევე
მართალია ძვ. წ. V საუკუნის ფილოსოფოსისა და სოფისტის, პროტაგორას
შემთხვევაშიც. თუმცა პროტაგორას შემთხვევაში წყაროები და ფრაგმენტები
ურთიერთსაპირისპირო და გაურკვეველია. მიუხედავად ამისა, ათენელი დრამატურგის
ესქილეს შემთხვევაში ეს არ წარმოადგენს სიმართლეს. ძვ.წ. 458 წელს დადგმული მისი
ორესტე ამის მაგალითს პირველად ამჟღავნებს ბერძნულ ლიტერატურაში, რომელშიც
ერთი პერსონაჟი მეორეს მისი არგუმენტის ლოგიკურად შეუსაბამობაზე მიუთითებს. ეს
ტრილოგია სავსეა სისხლით, შურისძიებით, მკვლელობით, ადამიანის შეწირვითა და
უზნეობით. თუმცა ამავდროულად ის არის ბრწყინვალე მომენტი ნორმატიული
თეორიის ისტორიაში – პოლიტიკური, მორალური და სამართლებრივი გააზრების
სფეროში – და ასევე თეორიული ტერმინოლოგიის განვითარებაში.
23 მაისი, 17:00 ლიგამუსი
პოლიტიკური და მორალის ფილოსოფიის საწყისები III: სოფოკლეს ელექტრა და
ნორმატიული თეორიის ანატომია
მესამე ლექციაზე მომხსენებელი განიხილავს ტექსტს, რომელიც შესაძლოა მორალსა და
პოლიტიკაზე პლატონამდე არსებული მსჯელობის კულმინაციად ჩაითვალოს. ამ
პერსპექტივიდან საუბარი იქნება ისტორიკოს ჰეროდოტეზე, ორატორ თრასიმაქესზე,
ტრაგიკოს პოეტ ევრიპიდესა და სოკრატეზე. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ კულმინაცია
ძვ. წ. 410 წლისთვის დადგა, როდესაც სოფოკლეს „ელექტრა“ სცენაზე გამოვიდა. იმ
დროსთვის პლატონი ალბათ ჯერ კიდევ თინეიჯერი იყო (შესაძლოა მას ამ პერიოდში
მიეცა უფლება, უფროსთა კატეგორიაში ჭიდაობაში ეასპარეზა). თუმცა სოფოკლე
წარმოაჩენს იმგვარი ფორმის უარყოფას, რომელსაც ჩვეულებრივ პლატონთან აქვს
ასოციაცია. მკვლელობასა და შურისძიებაზე გამართულ გავრცელებულ (რეზონანსულ)
დისკუსიაში, ის აძლევს ელექტრას საშუალებას, უარყოს კონკრეტული არგუმენტი,
რომელიც საპასუხო მკვლელობას ეხება. ეს არის შიდა კრიტიკის თვალსაჩინო შემთხვევა.
უფრო მეტიც, ჩანს, რომ სოფოკლე კონცეპტუალურ შეთავაზებას აკეთებს, სთავაზობს
ბრძნულ ტერმინ „ნომოსს“, ტიპურ „კანონს“ იმისთვის, რომ განსაზღვროს ნორმატიული
საფუძვლის ცნება. ყოველივე ეს წამოაჩენს იმას, რომ ძვ.წ. მე-5 საუკუნეში პოეზია არის
ფუნდამეტი ბერძნული პოლიტიკურ-მორალური ფილოსოფიის განვითარებაში და
საჭიროა ფილოსოფიური და ნორმატიული არგუმენტების ძველი ისტორიის ხელახალი
აღმოჩენა.
სამუშაო ენა: ინგლისური
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
დასწრება თავისუფალია.
2025