ჩატარდა პროფესორ იოჰან ტრალაუს საჯარო ლექცია −„ბერძნული მითები და დროის დასაწყისი: ჰესიოდეს კრონოსი და დროის ასპექტები“

21 ოქტომბერს, 18:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ სავლე წერეთლის
ფილოსოფიის ინსტიტუტის ორგანიზებით უფსალის უნივერსიტეტის
პროფესორმა იოჰან ტრალაუმ წაიკითხა საჯარო ლექცია „ბერძნული მითები და
დროის დასაწყისი: ჰესიოდეს კრონოსი და დროის ასპექტები“.

მომხსენებელმა განიხილა ჰესიოდეს მითებში დროის წარმოშობასთან
დაკავშირებული ფილოსოფიური პრობლემატიკა. ჰესიოდე დროითი ცვლილების,
თვეების, სეზონებისა და წლების წარმოქმნას უკავშირებს კრონოსის მიერ
მამამისზე, ურანოსზე, განხორციელებულ ძალადობის აქტს, შესაბამისად, დროის
წარმოქმნას განიხილავს, როგორც ძალადობის პრიმორდიალურ აქტს.

უფსალის უნივერსიტეტის (შვედეთი) პროფესორ იოჰან ტრალაუს სამეცნიერო
კვლევის თემაა პოლიტიკური ფილოსოფიის დაბადება ანტიკურ საბერძნეთში.
2013 წელს შვედეთის აკადემიამ გადასცა იოჰან ლუნდბლადის პრიზი კლასიკურ
ფილოლოგიასა და ანტიკურ ისტორიაში.

 

Facebook