ფილოსოფიური ტრაქტატები
ჟან ჟაკ რუსო
მთარგმნელი დოდო ლაბუჩიძე-ხოფერია
სამეცნიერო რედაქტორი ნინო ფიფია
სერია „ფილოსოფიური ბიბლიოთეკა“ წიგნი 9
(სერიის რედაქტორი თამარ ცოფურაშვილი)
სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა 2017
ISBN: 978-9941-18-281-5
წიგნში შესულია ჟან ჟაკ რუსოს სამი მცირე მოცულობის ტრაქტატი„მსჯელობა მეცნიერებისა და ხელოვნების შესახებ“ (1750), „მსჯელობა ადამიანთა შორის უთანასწორობის დასაბამისა და საფუძვლების შესახებ“ (1755), „საზოგადოებრივი ხელშეკრულების შესახებ“ (1762), რომლებშიც რუსომ ეპოქის სულისკვეთების ამსახველი აქტუალური სოციალური საკითხების შესახებ თავის შეხედულებათა მთელი სისტემა ჩამოაყალიბა. სწორედ ხსენებულ ტრაქტატთა ავტორობის საფუძველზე უწოდა ფრანგული სოციოლოგიის ფუძემდებელმა, ემილ დიურკემმა, რუსოს „სოციოლოგიის წინამორბედი“. ამ ნაშრომებში რუსო განიხილავს ისეთ თემებს, როგორებიცაა მეცნიერებისა და ხელოვნების პროგრესისა და მორალის ურთიერთდამოკიდებულება, ბუნებითი მდგომარეობა, პოლიტიკური უთანასწორობის მიზეზები, თავისუფლება და თანასწორობა.
ფილოსოფიური ტრაქტატები, ჟან ჟაკ რუსო, მთარგმნელი დოდო ლაბუჩიძე-ხოფერია, სამეცნიერო რედაქტორი ნინო ფიფია, ფილოსოფიური ბიბლიოთეკა 9 (სერიის რედაქტორი თამარ ცოფურაშვილი), სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი 2017.