ფილოსოფიური ტრაქტატები: რენე დეკარტი

ფილოსოფიური ტრაქტატები
რენე დეკარტი
მთარგმნელი დოდო ლაბუჩიძე-ხოფერია
სამეცნიერო რედაქტორი ნინო ფიფია
სერია „ფილოსოფიური ბიბლიოთეკა“, წიგნი 10
(სერიის რედაქტორი თამარ ცოფურაშვილი)
სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა 2018
ISBN 978-9941-18-303-4

ახალი დროის ფილოსოფიის ერთ-ერთი ფუძემდებლის, რენე დეკარტის მოძღვრებამ დიდწილად განსაზღვრა მომდევნო პერიოდის დასავლეთ ევროპის ფილოსოფიური აზროვნება; საფრანგეთში, გერმანიასა და ჰოლანდიაში კარტეზიანიზმი მნიშვნელოვან ფილოსოფიურ სკოლად ჩამოყალიბდა. დეკარტის მეტაფიზიკა XVII-XVIII საუკუნეების იდეალიზმის საფუძველი შეიქნა, ხოლო ფრანგულ მატერიალიზმს დასაბამი დეკარტის მექანიკური ფიზიკიდან მიეცა.
წიგნში შესულია დეკარტის ხუთი ტრაქტატი. ამ გამოცემისათვის თავიდან გადამუშავდა ოთხი ტრაქტატი: „მსჯელობა მეთოდის შესახებ“, „მეტაფიზიკური მედიტაციები“, „ფილოსოფიის საწყისები“, „სულის ვნებანი“, ასევე ქართულ ენაზე პირველად შესრულდა თარგმანი ტრაქტატისა „წესები გონების წარმართვისათვის“.

ფილოსოფიური ტრაქტატები, რენე დეკარტი, მთარგმნელი დოდო ლაბუჩიძე-ხოფერია, სამეცნიერო რედაქტორი ნინო ფიფია, ფილოსოფიური ბიბლიოთეკა 10 (სერიის რედაქტორი თამარ ცოფურაშვილი), სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი 2018.

Facebook