ფილოსოფიური სემინარი: თორნიკე გოგინაშვილის მოხსენება „ნიკოლოზ ქიზიყელის მიერ სომხურიდან ქართულად თარგმნილი ‘პერი ჰერმენეიას’ კომენტარი და მისი შედარებითი ანალიზი თომა აქვინელის კომენტარებთან“

19 მარტს, ყოველკვირეული ფილოსოფიური სემინარის ფარგლებში, სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევარმა, თორნიკე გოგინაშვილმა წაიკითხა მოხსენება „ნიკოლოზ ქიზიყელის მიერ სომხურიდან ქართულად თარგმნილი ‘პერი ჰერმენეიას’ კომენტარი და მისი შედარებითი ანალიზი თომა აქვინელის კომენტარებთან“. მომხსენებლის პროექტი გულისხმობს ანტიკური ლოგიკის უმნიშვნელოვანესი ტექსტის, არისტოტელეს „პერი ჰერმენიას“ (De interpretatione) და მასზე დაწერილი კომენტარების, ისტორიულ-ფილოსოფიურ კვლევას. გაანალიზებულ იქნა ტექსტისა და კომენტარების მთარგმნელობითი ტრადიცია: XVIII საუკუნის ქართული თარგმანები (ნ. ქიზიყელი, ზ. შანშოვანი), რომლებიც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული. კვლევის მიზანია ქართულ თარგმანებში აქვინელის თეოლოგიურ-ფილოსოფიური და ლოგიკური თეორიების იდენტიფიცირება.

 

 

Facebook