“ფილოსოფიური არქივის” მესამე ტომი, ანგია ბოჭორიშვის ნაშრომები

ფილოსოფიური არქივი, ტომი III,
ანგია ბოჭორიშვილი
სამეცნიერო რედაქტორები: თამარ ცოფურაშვილი, მერი ცუცქირიძე, გიორგი ხეოშვილი
სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტი                                                     

 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა 2023
ISBN 978-9941-18-322-5
ISBN 978-9941-18-446-8

2022 წელს 120 წელი შესრულდა, ცნობილი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, ანგია ბოჭორიშვილის დაბადებიდან, რომლის კვლევებმაც ფსიქოლოგიასა და ფილოსოფიაში უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო კვალი დატოვა. როგორც გამორჩეულად და მრავალმხრივად ნიჭიერი მკვლევარი, იგი იდგა საქართველოს ფსიქოლოგიური და ფილოსოფიური სამეცნიერო სკოლების ჩამოყალიბების სათავეებთან და განეკუთვნებოდა ქართული უნივერსიტეტის კედლებში აღზრდილ სპეციალისტთა პირველ თაობას.

ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით “ფილოსოფიური არქივის” წარმოდგენილ ტომში დღის სინათლეს იხილავს მეცნიერის ხელნაწერი, რომელიც მის პირად არქივში ინახებოდა. ხელნაწერი ანგია ბოჭორიშვილმა ოჯახს დაუტოვა იმ დათქმით, რომ მისი გარდაცვალებიდან ორმოცდაათი წლის შემდეგ გამოექვეყნებინათ. ნაშრომი ავტორის მიერ შემდეგნაირადაა დასათაურებული: “განწყობის თეორიის ფილოსოფიური პრობლემები (დ. უზნაძის განწყობის თეორია)”. წინამდებარე გამოცემაში ნაშრომის დასახელება და სტრუქტურა ავტორისეული რედაქციითაა წარმოდგენილი.

ტომს დანართის სახით ახლავს ანგია ბოჭორიშვილის სხვადასხვა პერიოდის პუბლიკაციები, თუ მოხსენებების სტენოგრაფიული ჩანაწერები, რომელიც მისი ფართო სააზროვნო დიაპაზონისა და სამეცნიერო მსჯელობის შესახებ მკითხველისთვის დამატებით კონტექსტუალიზაციას იძლევა.

 

Facebook