ფილოსოფიური არქივი I. თამაზ ბუაჩიძე

8 მაისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ გაიმართება სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ახალი პუბლიკაციის – „ფილოსოფიური არქივის“ – პირველი ტომის პრეზენტაცია. „ფილოსოფიური არქივის“ შექმნის მიზანია ქართველი ფილოსოფოსებისა და მკვლევრების დღემდე გამოუქვეყნებელი, სახელმწიფო თუ კერძო არქივებში დაცული ნაშრომების გამოცემა.

„ფილოსოფიური არქივის“ პირველ ტომში შესულია ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის, თამაზ ბუაჩიძის ნაშრომები.

პრეზენტაციაზე ისაუბრებენ სამეცნიერო რედაქტორები: თამარ ცოფურაშვილი, მერი ცუცქირიძე და, ასევე, თამაზ ბუაჩიძის მოწაფეები.

დრო: 8 მაისი, 17:00 საათი.

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (. ჭავჭავაძის გამზირი N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

 

Facebook