ფილოსოფიის ინსტიტუტის სამეცნიერო კონფერენცია

12 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 საკონფერენციო დარბაზში სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ორგანიზებით პეტრიწის სახელობის საფილოსოფიო საზოგადოების დაარსებიდან 100 წლისთავის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენცია ეძღვნება გურამ თევზაძის ხსოვნას.

კონფერენციის განრიგი:

11:00 – კონფერენციის გახსნა
მისასალმებელი სიტყვა

11:00-12:45 – მოდერატორი თამარ ცოფურაშვილი

11:15 – „პეტრიწის სახელობის საფილოსოფიო საზოგადოების დაფუძნება (1918 წლის 26 მაისი)”
პროფ., დოქტ. მალხაზ მაცაბერიძე, თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი

11:45 – „განგება, ბედისწერა, ჩვენ: ნეოპლატონური პარადიგმები პეტრიწსა და პლეთონთან“
პროფ., დოქტ. ლელა ალექსიძე, თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი

12:15 – „ღვთაებრივი ნათელი ჩვენში პროკლეს „პლატონურ თეოლოგიაში’
თამარ ხუბულავა, ფრაიბურგისა (გერმანია) და ფრიბურგის (შვეიცარია) უნივერსიტეტების დოქტორანტი

12:45 -13:00 – შესვენება (ყავა)

12:00-13:00 – მოდერატორი გია ბარამიძე

13:00-13:30 – „არსობრივი მიზეზის თეორია და მისგან გამომდინარე ონტოლოგიური მოდელები: ანალოგიისა და უნივოკაციის მოძღვრებები“
პროფ., დოქტ. თამარ ცოფურაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

13:30-14:00 – „ხმა როგორც chora“
ლაშა მათიაშვილი, თსუ დოქტორანტი, სადოქტორო პროგრამა ფილოსოფიაში

14:00-15:00 – შესვენება, ხემსი

15:00-16:30 – მოდერატორი მალხაზ მაცაბერიძე

15:00-15:30 – „თვითერთის პროკლესეული კონცეფცია”
ანა ქირია , თსუ დოქტორანტი, სადოქტორო პროგრამა ბიზანტიურ ფილოლოგიაში

15:30-16:00 –„ პეტრიწისეული “ტრფიალების” განმარტებისათვის“
ასოც. პროფ. დოქტ. მაკა ლაშხია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

16:00-16:30 – „გურამ თევზაძე როგორც განმანათლებელი“
პროფ., დოქტ. გია ბარამიძე
კონფერენციის დახურვა და შეჯამება

დრო: 12 დეკემბერი, 11:00 საათი

ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

https://iliauni.edu.ge/uploads/other/49/49394.pdf

Facebook