„ფილოსოფიის ინსტიტუტის საბჭოთა პერიოდის საარქივო მასალები 1946-1991“ – კრებულის პრეზენტაცია

22 დეკემბერს, 17:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება კრებულის „სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის საბჭოთა პერიოდის საარქივო მასალები 1946-1991″ პრეზენტაცია.

კრებულს წარადგენენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თამარ ცოფურაშვილი და ფილოსოფიის ინსტიტუტის მკვლევარი მერი ცუცქირიძე.

კრებული შეადგინა ფილოსოფიის ინსტიტუტის მკვლევარმა მერი ცუცქირიძემ; რედაქტორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თამარ ცოფურაშვილი; კორექტორი – ანა ლომიძე.

დრო: 22 დეკემბერი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (. ჭავჭავაძის გამზირი N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

 

Facebook