გამოიცა სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის თარგმანების სერიის „ფილოსოფიური ბიბლიოთეკა” მე-12 წიგნი: მიშელ ფუკო, „შეშლილობის ისტორია კლასიკურ ხანაში”. ტექსტი ფრანგულიდან თარგმნა თათია კეკელიამ. სერიის რედაქტორი და გამომცემელია თამარ ცოფურაშვილი. მე-12 წიგნის სამეცნიერო რედაქტორია თამარ ბერეკაშვილი, ხოლო რედაქტორი – ნატალია ვაჩეიშვილი. წიგნის ფასია 5.80 ლარი. უახლოეს მომავალში ის გაიყიდება სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის გამოცემების გამავრცელებელ წიგნის სახლებში.
პუბლიკაციები იხილეთ ვრცლად ბმულზე: https://bit.ly/3cqZvuO
2021 წელი