მერაბ მამარდაშვილისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

25 ნოემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში, ილიაუნის სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ორგანიზებით, სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა. 25 ნოემბერი მერაბ მამარდაშვილის გარდაცვალების დღეა. შესაბამისად, ფილოსოფიის ინსტიტუტმა კონფერენცია სიმბოლურ თარიღს – მამარდაშვილის გარდაცვალებიდან 25 წლისთავს მიუძღვნა.

მერაბ მამარდაშვილს თამამად შეიძლება ეწოდოს საერთაშორისო სივრცეში ყველაზე უფრო ცნობილი მეოცე საუკუნის ქართველი ფილოსოფოსი. იგი 1987-1990 წლებში მუშაობდა სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტში, იყო ინსტიტუტის საბუნებისმეტყველო ფილოსოფიის განყოფილების გამგე, სხვადასხვა დროს კი ლექციებს კითხულობდა გერმანიაში, საფრანგეთსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. მისი ლექციების პოპულარობისა და დისკუსიის ფორმის გამო, საბჭოთა სივრცეში მერაბ მამარდაშვილს ქართველ სოკრატედაც მოიხსენიებდნენ.

გალერეა:

Facebook