მარქსის ფილოსოფია
ეტიენ ბალიბარი
მთარგმნელი ელენე ლადარია
სამეცნიერო რედაქტორი ლუკა ნახუცრიშვილი
სერია “ფილოსოფიური ბიბლიოთეკა” წიგნი 7
(სერიის რედაქტორი თამარ ცოფურაშვილი)
სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა 2016
ISBN: 978-9941-18-194-8
ამ წიგნის ზოგადი ამოცანაა გამოარკვიოს და გასაგები გახადოს, რატომ მოგვიწევს კვლავაც მარქსის კითხვა XXI საუკუნეში: არა მხოლოდ როგორც გარდასულ დროთა მონუმენტისა, არამედ როგორც აქტუალური ავტორისა, გამომდინარე მის მიერ ფილოსოფიისათვის დასმული კითხვებიდან და იმ კონცეპტებიდან, რომლებსაც ის ფილოსოფიას სთავაზობს. წიგნის ავტორის, ეტიენ ბალიბარის, მიზანია მკითხველს ამ ტექსტის სახით ინსტრუმენტი მისცეს მარქსის თხზულებებში საორიენტაციოდ და მათ ირგვლივ წამოჭრილი დებატებიც გააცნოს. გარდა ამისა, ის ცდილობს დაიცვას პარადოქსული თეზა: მიუხედავად ყველაფერ იმისა, რაც ამასთან დაკავშირებით აქამდე თქმულა, მარქსისტული ფილოსოფია არ არსებობს და არც არასოდეს იარსებებს; სამაგიეროდ, მარქსის მნიშვნელობა ფილოსოფიისათვის დღეს გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ოდესმე ყოფილა.
მარქსის ფილოსოფია, ეტიენ ბალიბარი, მთარგმნელი ელენე ლადარია, სამეცნიერო რედაქტორი ლუკა ნახუცრიშვილი, ფილოსოფიური ბიბლიოთეკა 7 (სერიის რედაქტორი თამარ ცოფურაშვილი), სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი 2016.