ჯილიან რ. ევანსის ”ფილოსოფია და თეოლოგია შუა საუკუნეებში”, თარგმანის პრეზენტაცია

16 დეკემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი” გაიმართა სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის მიერ გამოცემული ჯილიან. რ. ევანსის წიგნის – ”ფილოსოფია და თეოლოგია შუა საუკუნეებში” – თარგმანის პრეზენტაცია.

თარგმანი წარმოადგენს ფილოსოფიის ინსტიტუტის მიერ გამოცემული სერიის, ”ფილოსოფიური ბიბლიოთეკის” რიგით მეოთხე წიგნს. ტექსტი ინგლისურიდან თარგმნა დავით თინიკაშვილმა. თარგმანი აკადემიური სივრცის წარმომადგენლებსა და ფართო აუდიტორიას წარუდგინეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ლევან გიგინეიშვილმა და სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის მოქმედმა დირექტორმა, თამარ ცხადაძემ.

ლევან გიგინეიშვილმა ყურადღება გაამახვილა ქართველი მკითხველისთვის ამ თარგმანის დროულობასა და მნიშვნელობაზე. წიგნი მიმოიხილავს შუა საუკუნეებსა და დღევანდელობაში აქტუალურ თეოლოგიურ დებატებს დასავლურ ტრადიციაში. მოხსენებისას ასევე განხილული იყო კავშირი ფილოსოფიასა და თეოლოგიას შორის, რომელი კლასიკური წყაროებით ხელმძღვანელობდნენ შუა საუკუნეების მოაზროვნეები და რა გავლენა იქონია თეოლოგიამ უნივერსიტეტების ჩამოყალიბებაში. პრეზენტაციის დასრულს, ლევან გიგინეიშვილმა უპასუხა აუდიტორიის შეკითხვებს და უფრო სიღრმისეულად განიხილა თარგმანში წარმოდგენილი თემები.

https://youtu.be/13zQTchv9Lw

Facebook