იულია კრისტევას წიგნის – ”ჰანა არენდტი: სიცოცხლე ნარატივია” – თარგმანი

სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის მიერ, „ფილოსოფიური ბიბლიოთეკის“ სერიის ფარგლებში, გამოიცა ქართული თარგმანი იულია კრისტევას წიგნისა ”ჰანა არენდტი: სიცოცხლე ნარატივია”. წიგნი, რომელიც წარმოადგენს პროფესორ კრისტევას მიერ ტორონტოს უნივერსიტეტში წაკითხული ლექციების კრებულს, 2014 წლის 16 ივლისს აკადემიური სივრცის წარმომადგენლებისა და ფართო აუდიტორიის წინაშე წარადგინეს მთარგმნელმა, თამარ ონოფრიენკომ, რედაქტორმა, ლუკა ნახუცრიშვილმა და ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა თამარ ცოფურაშვილმა. წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მათ ვრცლად ისაუბრეს იულია კრისტევასა და ჰანა არენდტის, როგორც ქალი ფილოსოფოსების, როლზე და ქართული თარგმანის უდიდეს მნიშვნელობაზე, რამდენადაც მასში განხილული და დაზუსტებულია თვითის, სხეულის, პოლიტიკური სივრცის, სიცოცხლის და სხვა ძირითადი კონცეპტების არენდტისეული გაგება.

https://iliauni.edu.ge/uploads/other/5/5524.pdf

 

Facebook