ჰანა არენდტი: სიცოცხლე ნარატივია
იულია კრისტევა
მთარგმნელი ელენე ლადარია
სამეცნიერო რედაქტორი ლუკა ნაცუხრიშვილი
სერია “ფილოსოფიური ბიბლიოთეკა”წიგნი 2
(სერიის რედაქტორი თამარ ცოფურაშვილი)
სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა 2014
ISBN: 978-9941-18-202-0
ბულგარელ-ფრანგი ფილოსოფოსი და ფსიქოანალიტიკოსი, ნოველისტი და ლიტერატურის კრიტიკოსი იულია კრისტევა თავისი ტრილოგიის – ქალი გენიოსი – პირველ წიგნს “ჰანა არენდტი. ცხოვრება ნარატივია”უძღვნის მეოცე საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ფილოსოფოსს ჰანა არენდტს. ავტორი ცდილობს ბიოგრაფიული ელემენტებისა და იმდროინდელი ისტორიული ხდომილებების გათვალისწინებით ახსნას და შეაფასოს არენდტის ფილოსოფიის თავისებურებები, წინააღმდეგობები თუ გავრცელებული ინტერპრეტაციები. ამასთან, გარდა არენდტის ფართოდ გავრცელებული პოლიტიკური ფილოსოფიის საკითხებისა, კრისტევა არენდტის მრავალმხრივ მემკვიდრეობიდან მიმოიხილავს ენის, სიცოცხლის, ნარატივის, “ვინ ” – ის და მსჯელობის შესახებ მოძღვრებებსაც. წიგნი განკუთვნილია ფილოსოფიით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისთვის.
იულია კრისტევა, ჰანა არენდტრი: სიცოცხლე ნარატივია, მთარგმნელი თამარ ონოფრიენკო, სამეცნიერო რედაქტორი ლუკა ნახუცრიშვილი, ფილოსოფიური ბიბლიოთეკა, წიგნი 2 (სერიის რედაქტორი თამარ ცოფურაშვილი), სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი 2014.