გამოიცა “ფილოსოფიური არქივის” მეორე ტომი, ზურაბ კაკაბაძის ნაშრომები

სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინტიტუტმა მოამზადა “ფილოსოფიური არქივის” მეორე ტომი (ორ ნაწილად), რომელშიც შესულია ზურაბ კაკაბაძის ნაშრომები.
ზურაბ კაკაბაძემ ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიიღო 1967 წელს. ის იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის (ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის) ესთეტიკის განყოფილების გამგე 1968-1982 წლებში.
გამოქვეყნებული აქვს არაერთი ფილოსოფიური ნაშრომი, რომელთაგან დიდი გამოხმაურება გამოიწვია რუსულ ენაზე გამოცემულმა მონოგრაფიებმა: “ექსისტენციალური კრიზისის პრობლემა და ედმუნდ ჰუსერლის ტრანსცენდენტალური ფენომენოლოგია” (1966) და “ადამიანი, როგორც ფილოსოფიური პრობლემა” (1970).
„ფილოსოფიური არქივის“ შექმნის მიზანია ქართველი ფილოსოფოსებისა და მკვლევრების სახელმწიფო თუ კერძო არქივებში დაცული ნაშრომების გამოცემა. შესაბამისად, ამ მრავალტომეულის ფარგლებში, მომავალში შემოგთავაზებთ სხვა ავტორების შრომებსაც.
მეორე ტომის სამეცნიერო რედაქტორები: თამარ ცოფურაშვილი, მერი ცუცქირიძე, გიორგი ხეოშვილი.
Facebook