დონატუს პიუს კალბის საჯარო ლექცია ”მოდერნულობა და რელაციონალური ონტოლოგიები: ღირებულების, შრომის და „ხალხის“ ანთროპოლოგია”

2013 წლის 29, 30, 31 მაისს სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის მოწვევით ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (CEU) პროფესორმა დონ კალბიმ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში წაიკითხა სამნაწილიან ლექციას თემაზე: მოდერნულობა და რელაციონალური ონტოლოგიები: ღირებულების, შრომის და „ხალხის“ ანთროპოლოგია.
სემინარის ფარგლებში განხილული იყო მნიშვნელოვანი რელაციონალური ონტოლოგიები.  პროფესორმა წარმოადგინა მოსაზრება, რომ რელაციონალური რეალიზმი არის ის, რაც შეიძლება დაგვეხმაროს ისტორიის, ბიოგრაფიის, საზოგადოების და პოლიტიკის თანამედროვე განმანათლებლობის გასაგებად. იგი იცავდა მოსაზრებას, რომ სოციალური კონფიგურაციის და სოციალური დამოუკიდებლობის  ნორბერტ ელიასისეული ცნება მარქსისეული აქცენტით სოციალური რეპროდუქციის, შრომის და ღირებულების შესახებ არის კარგი გზა ამისათვის. პირველი ლექცია წარმოადგენდა შესავალს და იყო თეორიული ხასიათის. მეორე ლექცია ფოკუსირებული იყო პოპულიზმისა და ნაციონალიზმის პრობლემაზე ამჟამინდელი ევროპული კონიუნქტურის კონტექსტში. მესამე ლექცია დაეთმო კლასის, ღირებულებისა და ღირებულებას-მოკლებულის პოპულარულ გამოცდილებას. ილუსტრაციები მოყვანილი იყო პროფ. კალბის მიერ ევროპაში ჩატარებული ეთნოგრაფიული კვლევებიდან და სხვა შრომებიდან.

 

Facebook