დან ზაჰავის ჰუსერლის ფენომენოლოგია“ – ილიაუნის ფილოსოფიის ინსტიტუტის „ფილოსოფიური ბიბლიოთეკის“ მეექვსე წიგნის პრეზენტაცია

15 დეკემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართა დან ზაჰავის წიგნის – „ჰუსერლის ფენომენოლოგია“ – ქართული თარგმანის პრეზენტაცია. ილიაუნის სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის „ფილოსოფიური ბიბლიოთეკის“ მეექვსე წიგნი ქართულად გიგლა გონაშვილმა თარგმნა; რედაქტორი: ლუკა ნახუცრიშვილი; სერიის რედაქტორი: თამარ ცოფურაშვილი.

ჰუსერლის მკვლევრის, დან ზაჰავის, წიგნი წარმოგვიდგენს მეოცე საუკუნის ფილოსოფიის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურის – ედმუნდ ჰუსერლის – ფილოსოფიურ მოძღვრებას, ფენომენოლოგიას. ნაშრომი ეხება ჰუსერლის ფილოსოფიის ძირითად მახასიათებლებს, მისი ნააზრევის გარდამტეხ მომენტებს, და მათ განხილვას, უმეტესწილად, ქრონოლოგიურ პერსპექტივას უქვემდებარებს: ამგვარად, თვალსაჩინო ხდება ის გზაც, რომელიც ჰუსერლის აზროვნებამ გაიარა. ავტორი გვიჩვენებს, თუ რატომაა, რომ ჰუსერლისეული ფენომენოლოგია, რომლის მემკვიდრეებიც თანდათანობით გაუუცხოვდნენ დამფუძნებლის ჩანაფიქრს, საკუთარ ღირებულებას ინარჩუნებს და თანამედროვე ფილოსოფიურ (და არა მხოლოდ ფილოსოფიურ) დისკუსიებში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია.

 

Facebook