23 მაისს, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ორგანიზებით უფსალის უნივერსიტეტის პროფესორმა იოჰან ტრალაუმ წაიკითხა საჯარო ლექცია “პოლიტიკური და მორალის ფილოსოფიის საწყისები III: სოფოკლეს ელექტრა და
ნორმატიული თეორიის ანატომია”
აღნიშნულ ლექციაზე მომხსენებელმა განიხილა ტექსტი, რომელიც შესაძლოა მორალსა და
პოლიტიკაზე პლატონამდე არსებული მსჯელობის კულმინაციად ჩაითვალოს. ამ
პერსპექტივიდან საუბარი იყოისტორიკოს ჰეროდოტეზე, ორატორ თრასიმაქესზე,
ტრაგიკოს პოეტ ევრიპიდესა და სოკრატეზე. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ კულმინაცია
ძვ. წ. 410 წლისთვის დადგა, როდესაც სოფოკლეს „ელექტრა“ სცენაზე გამოვიდა. მომხსენებლის მიხედვით სოფოკლე იმგვარი ფორმის უარყოფას წარმოაჩენს, რომელსაც ჩვეულებრივ პლატონთან აქვს ასოციაცია. მკვლელობასა და შურისძიებაზე გამართულ გავრცელებულ (რეზონანსულ) დისკუსიაში, ის აძლევს ელექტრას საშუალებას, უარყოს კონკრეტული არგუმენტი, რომელიც საპასუხო მკვლელობას ეხება. ეს არის შიდა კრიტიკის თვალსაჩინო შემთხვევა. უფრო მეტიც, ჩანს, რომ სოფოკლე კონცეპტუალურ შეთავაზებას აკეთებს, სთავაზობს ბრძნულ ტერმინ „ნომოსს“, ტიპურ „კანონს“ იმისთვის, რომ განსაზღვროს ნორმატიული საფუძვლის ცნება. ავტორის თქმით, ყოველივე ამან წამოაჩინა ის, რომ ძვ.წ. მე-5 საუკუნეში პოეზია არის ფუნდამეტი ბერძნული პოლიტიკურ-მორალური ფილოსოფიის განვითარებაში და საჭიროა ფილოსოფიური და ნორმატიული არგუმენტების ძველი ისტორიის ხელახალი აღმოჩენა.