19 მაისს, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ორგანიზებით უფსალის უნივერსიტეტის პროფესორმა იოჰან ტრალაუმ წაიკითხა საჯარო ლექცია “პოლიტიკური და მორალის ფილოსოფიის საწყისები I: პლატონთან, ჰომეროსსა და
ხეთურ გილგამეშის ეპოსში”
მომხსენებელმა განიხილა პოლიტიკური და მორალური ფილოსოფიის საწყისები, რომელთა აღმოჩენაც შესაძლებელია „შინაგანი კრიტიკის“ თვალსაჩინოებით. მომხსენებელმა განმარტა, რომ შინაგანი კრიტიკა გულისხმობს, შეხედულების „შიგნიდან“ უარყოფის მცდელობას, რაც ძალიან ხშირად დაფუძნებულია თანამოსაუბრის პირადი არგუმენტის წინაპირობაზე. ჰომეროსის „ილიადის“ და ხეთური გილგამეშის ფრაგმენტების ანალიზის საფუძველზე, მომხსენებელმა წარმოაჩინა, რომ ამ ადრეულ ბერძნულ და ანატოლიურ წყაროებში მსგავსი არგუმენტაცია არ გვხვდება. ეს ნიშნავს, რომ შიდა კრიტიკა გასააზრებელია როგორც ინტელექტუალური და ისტორიული ინოვაცია, რომელიც მოგვიანებით გვხვდება სხვა დროსა და სხვა ავტორებთან.