ჩატარდა პროფესორ იოჰან ტრალაუს საჯარო ლექცია − „დროის დასაწყისი და სამართლიანობა ბერძნულ მითებში: ჰესიოდეს ღმერთები, რომლებიც შურისძიებას ესწრაფვიან“

23 ოქტომბერს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ სავლე წერეთლის
ფილოსოფიის ინსტიტუტის ორგანიზებით უფსალის უნივერსიტეტის
პროფესორმა იოჰან ტრალაუმ წაიკითხა საჯარო ლექცია „დროის დასაწყისი და
სამართლიანობა ბერძნულ მითებში: ჰესიოდეს ღმერთები, რომლებიც
შურისძიებას ესწრაფვიან“.

მომხსენებელი შეეხო ჰესიოდეს მიერ აღწერილი კრონოსისა და პრომეთეს
(კავკასიურ ტრადიციაში − ამირანის) მითების საფუძველზე სამართლიანობის
იდეის საწყისს ბერძნულ მითოლოგიაში და შეეცადა პასუხი გაეცა ფილოსოფიურ,
მორალურ და სამართლებრივ კითხვას – სამართლიანობა დამოკიდებულია თუ
არა დროზე.

უფსალის უნივერსიტეტის (შვედეთი) პროფესორ იოჰან ტრალაუს სამეცნიერო
კვლევის თემაა პოლიტიკური ფილოსოფიის დაბადება ანტიკურ საბერძნეთში.
2013 წელს შვედეთის აკადემიამ გადასცა იოჰან ლუნდბლადის პრიზი კლასიკურ
ფილოლოგიასა და ანტიკურ ისტორიაში.

Facebook