2016 წლის 24-25 ნოემბერს ჩატარდა პირველი ვორკშოპი ბიოეთიკაში ქართულ-გერმანული პროექტის – „ინსტიტუციონალური თანამშრომლობის კვლევა და განხორციელება სამედიცინო ეთიკასა და სიცოცხლის მეცნიერებებში საქართველოსთან პარტნიორობით“ (Deutsch-Georgisches Bioethik-Projekt: Exploration und Realisierung einer institutionellen Kooperation im Bereich der Ethik der Medizin und der Lebenswissenschaften mit Partnern in Georgien) – ფარგლებში.
ვორკშოპის პირველი დღე დაეთმო გამოყენებითი ეთიკისა და ბიოეთიკის, ხოლო მეორე – კვლევის ეთიკის საკითხებს. ვორკშოპი ინტერდისციპლინური იყო და სხვადასხვა დისციპლინის 20 წარმომადგენელი ესწრებოდა.
პირველი ვორკშოპის გერმანელი მომხსენებლები იყვნენ:
პროფ. დოქტ. თომას გუტმანი (Prof. Dr.Thomas Gutmann) – ცენტრის სპიკერი
დოქტ. ანდრეას მიულერი (Dr. Andreas Müller)
დოქტ. იან-ოლე რაიხჰარდტი (Dr. Jan-Ole Reichhardt)
დოქტ. სიმონ დერპმანი (Dr. Simon Derpmann)
პირველი ვორკშოპის ქართველი მომხსენებლები იყვნენ:
ასოც. პროფ. დოქტ. ქეთევან გურჩიანი
ასოც. პროფ. დოქტ. ნინო როდონაია
პროფ. დოქტ. თამარ ცოფურაშვილი
ასოც. პროფ. დოქტ. მაკა ლაშხია
ასოც. პროფ. დოქტ. ლევან გიგინეიშვილი
დოქტორანტი ელენე გავაშელიშვილი
ვორკშოპის ორგანიზატორები იყვნენ:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოეთიკის ცენტრი
სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტი
მიუნსტერის ვესტფალიის ვილჰელმის უნივერსიტეტის ბიოეთიკის ცენტრი, სამედიცინო ეთიკასა და ბიოპოლიტაკაში ნორმების დადგენის მკვლევართა ჯგუფი
ვორკშოპს მხარს უჭერს და აფინანსებს: გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტრო, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტი.