არასოდეს ვყოფილვართ მოდერნულები
ბრუნო ლატური
მთარგმნელი ელენე ლადარია
სამეცნიერო რედაქტორი ლუკა ნახუცრიშვილი
სერია „ფილოსოფიური ბიბლიოთეკა” წიგნი 1
(სერიის რედაქტორი თამარ ცოფურაშვილი)
სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა 2014
ISBN: 978-9941-18-198-6
ბრუნო ლატურის მიერ 1991 წელს დაწერილ და დღესდღეობით ოცზე მეტ ენაზე ნათარგმნმა ამ წიგნმა საზოგადოებრივი მეცნიერებები და მეცნიერების კვლევები ეპისტემოლოგიურად გადაახალისა. ოცდაათი წლის განმავლობაში მისი მნიშვნელობა არათუ განელდა, არამედ ბოლო წლებში ახალი ძალაც კი შეიძინა იმით, რომ ამჯერად ფუნდამენტურ ფილოსოფიაში, მეტაფიზიკისა და ონტოლოგიის ირგვლივ განვითარებულ თანამედროვე დებატებშიც შეაღწია. წიგნი არა უბრალოდ ორიგინალურ ხედვას გვთავაზობს მოდერნული გონების ძირითადი პრობლემებისა, და ამდენად მათში შესანიშნავ შესავლადაც გამოდგება, არამედ ისეთ პრობლემატიკათა დაძლევასაც ცდილობს, რომლებიც სუბიექტი/ობიექტი, ბუნება/კულტურა ოპოზიციებშია გამოხატული. მიუხედავად მასში განხილული საკითხებისა და ავტორის მიერ შემოთავაზებული თეზისების სერიოზულობისა, წიგნი არააკადემიური და მეტადრე ემოციური ტონითაა დაწერილი, რაც მას სახალისო საკითხავად აქცევს და არასპეციალური ინტერესის მქონე მკითხველისკენაც უკაფავს გზას.
ბრუნი ლატური, არასოდეს ვყოფილვართ მოდერნულები, მთარგმნელი ელენე ლადარია, სამეცნიერო რედაქტორი ნინო ფირცხალავა, ფილოსოფიური ბიბლიოთეკა, წიგნი 1 (სერიის რედაქტორი თამარ ცოფურაშვილი), სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი 2014.