„ახალი გამოცემა – თამარ ცოფურაშვილი (ედიტორი), ‘ნეოპლატონიზმი: მოძღვრება და მისი რეცეფცია“

თამარ ცოფურაშვილი (ედიტორი)
ნეოპლატონიზმი: მოძღვრება და მისი რეცეფცია
სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა 2021
ISBN 978-9941-18-348-5

კრებულში ძირითადად თავმოყრილია ის მოხსენებები, რომლებიც იოანე პეტრიწის საფილოსოფიო საზოგადოების – საქართველოში დაარსებული პირველი სამეცნიერო საფილისოფიო საზოგადოების – 100 წლისთავს მიეძღვნა. ეს საზოგადოება პეტრიწის სახელს ატარებს, ამიტომ თემატიკაც ნეოპლატონიზმის მოძღვრებასა და მის რეცეფციასთან  არის დაკავშირებული. კრებული ეძღვნება გურამ თევზაძის ხსოვნას.

კრებულში შედის შემდეგი სტატიები:

  • მალხაზ მაცაბერიძე, „პეტრიწის სახელობის საფილოსოფიო საზოგადოების დაფუძნება (1918 წლის 26 მაისი)”;
  • ანა ქირია, „თვითერთის პროკლესეული კონცეფცია”;
  • თამარ ხუბულავა, „ღვთიური ნათება ჩვენში პროკლეს პლატონური თეოლოგიის მიხედვით”;
  • მაკა ლაშხია, „პეტრიწისეული ‘ტრფიალების’ განმარტებისათვის”;
  • ლელა ალექსიძე, „განგება, ბედისწერა, ჩვენ: ნეოპლატონური პარადიგმები პეტრიწსა და პლეთონთან”;
  • გიგა ზედანია, „მისტიკური თეოლოგია”;
  • თამარ ცოფურაშვილი, „არსობრივი მიზეზის თეორია და მისგან გამომდინარე ონტოლოგიური მოდელები: ანალოგიისა და უნივოკაციის მოძღვრებები”;
  • ლუკა კუჭუხიძე, „ფანტაზმები და გრძნობადი შემეცნება თომა აქვინელის გნოსეოლოგიაში, SUMMA THEOLOGICAE-ს მიხედვით”;
  • ლაშა მათიაშვილი, „”ხმის დეკონსტრუქციული და არქეოლოგიური პარადიგმები”.
შეძენა შესაძლებელია წიგნის სახლში „ლიგამუსში“.
2021 წელი
Facebook