საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მრავალნაირი არისტოტელე: რეფლექსიები აღმოსავლეთ და დასავლეთ საქრისტიანოში

24-25 მაისს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მრავალნაირი არისტოტელე: რეფლექსიები აღმოსავლეთ და დასავლეთ საქრისტიანოში”.

კონფერენცია ორგანიზებულია ოქსფორდის უნივერსიტეტის საგრანტო პროექტის  „მეცნიერებისა და რელიგიის ახალი ჰორიზონტები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში” ფარგლებში და დაფინანსებულია ჯონ ტემპტონის ფონდის მიერ.

2023 წლიდან ოქსფორდის უნივერსიტეტის გრანტის ფარგლებში სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტში მიმდინარეობს კვლევითი პროექტი „არისტოტელეს კატეგორიები აღმოსავლეთ და დასავლეთ საქრისტიანოში”, რომელსაც ხელმძღვანელობს პროფესორი თამარ ცოფურაშვილი.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება პროექტის მიმდინარე კვლევითი შედეგები.

24 მაისს კონფერენციას გახსნიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ნინო დობორჯგინიძე და სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი თამარ ცოფურაშვილი.

იხ. კონფერენციის პროგრამა: https://iliauni.edu.ge/uploads/other/83/83467.pdf

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური

დრო: 24-25 მაისი, 10:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T 102 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5

დასწრება თავისუფალია.

2024

Facebook