დოქტორ კაი ჰაუზერის მოხსენება ”რისი გაკეთება არ შეუძლიათ კომპიუტერებს – ორი მიდგომა”

2013 წლის 18 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუმრობდა ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი დოქტორი კაი ჰაუზერი, რომელმაც წაიკითხა საჯარო ლექციას თემაზე „რისი გაკეთება არ შეუძლიათ კომპიუტერებს – ორი მიდგომა“.

დოქტორი ჰუაზერი ლექციის მსვლელობისას შეეხებო ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებთან დაკავშირებულ თანამედროვე ფილოსოფიურ დებატებსა და არგუმენტებს. დოქტორმა ჰაუზერმა მოიყვანა ილუსტრაციები, რის საფუძველზეც აჩვენა სხვაობა, თუ როგორ შეიძლება აღიქვას ადამიანის გონებამ  და კომპიუტერმა ერთი და იგივე ფიგურა, რომელსაც გარკვეული წერტილების ერთიანობა ქმნის. პროფესორმა წარმოადგინა მოსაზრება, რომ ის, რაც კომპიუტერებს შეუძიათ, არის გამოთვლა და ისინი წარმოადგენენ სწორედ გამომთვლელი მანქანები. მან ასევე წარმოადგინა ჰიპოთეზა ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან დაკავშირებით და უპასუხა აუდიტორიის კითხვებს, სადაც კიდევ ერთხელ დააზუსტა ამ საკითხის ირგვლივ კონკრეტული პრობლემები.

Facebook