დოქტორ ჯონ დადლის ლექციათა ციკლი არისტოტელეს შესახებ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტით მოწვევით, 16 ნოემბრიდან ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის (ბელგია) დოცენტი, დოქტორი ჯონ დადლი წაიკითხავს საჯარო ლექციებს არისტოტელეს შესახებ. ლექციათა ციკლი შედგება ფილოსოფიის პროგრამის საბაკალავრო კურსის – “ფილოსოფიის ისტორია 1” – ფარგლებში (კურსის ხელმძღვანელი – თამარ ცოფურაშვილი).

ლექციათა განრიგი და თემატიკა:

16 ნოემბერი, ორშაბათი, 15:00 საათი, A 101 აუდიტორია

არისტოტელეს ონტოლოგია

17 ნოემბერი, სამშაბათი, 17:00 საათი, A 101 აუდიტორია

არისტოტელეს ეთიკა

19 ნოემბერი, ხუთშაბათი, 17:00 საათი, A 101 აუდიტორია

საკითხისა და მეთოდოლოგიის არისტოტელესეული განსხვავება მეტაფიზიკას, ფიზიკას და მათემატიკას შორის

24 ნოემბერი, სამშაბათი, 17 :00 საათი, A 101 აუდიტორია

არისტოტელეს სულის შესახებ

26 ნოემბერი, ხუთშაბათი F 415 აუდიტორია (ფილოსოფიის ინსტიტუტი)

შემთხვევითობის ცნება არისტოტელეს მიხედვით

მომხსენებლის შესახებ
პროფესორი ჯონ დადლი ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის ანტიკური, შუა საუკუნეებისა და რენესანსის ფილოსოფიის ცენტრის მკვლევარია 2003 წლიდან.
იგი სხვადასხვა დროს ასწავლიდა მსოფლიოს უნივერსიტეტებში: სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტში, Divine Word College (აშშ), ბენედიქტინელთა კოლეჯში (აშშ), კორდობას უნივერსიტეტში (ესპანეთი) და სანტიაგოს პონტიფიკატის კათოლიკურ უნივერსიტეტში (ჩილე). მისი სამეცნიერო კვლევების ინტერესია ანტიკური ფილოსოფია და ფილოსოფიის ისტორია. დოქტორი დადლი ავტორია არაერთი სამეცნიერო პუბლიკაციისა, რომელთაგან აღსანიშნავია 2012 წელს გამოქვეყნებული ბოლო წიგნი “შემთხვევითობის არისტოტელესეული ცნება” (Aristotle’s Concept of Chance, State University of New York Press 2012).

ლექციები წარიმართება ინგლისურ ენაზე თანმიმდევრული ქართული თარგმანით.

დასწრება თავისუფალია.

 

Facebook