ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტი აცხადებს კონკურსს გერმანულენოვან საზაფხულო სკოლაში – „სამხრეთ კავკასია: კულტურა, საზოგადოება, პოლიტიკა“ – მონაწილეობის მისაღებად. საზაფხულო სკოლა ჩატარდება 9 – 23 სექტემბერს თბილისში. სკოლისთვის უკვე შერჩეულია 16 სტუდენტი გერმანიის, ნიდერლანდებისა და ბრიტანეთის უნივერსიტეტებიდან.
სკოლის ხელმძღვანელია ქეთევან გურჩიანი, პოლიტიკის კვირას გაუძღვება დოქტორი უვე ჰალბახი ბერლინიდან, ხოლო კულტურის თემატიკას – დოქტორი ფლორიან მიულფრიდი იენის უნივერსიტეტიდან. დღის პირველი ნახევარი შედგება ინტენსიური სემინარებისგან, სადაც მონაწილეები წინასწარ მომზადებულ რეფერატებსაც წარმოადგენენ, ხოლო დღის მეორე ნახევარში დაგეგმილია მოწვეული სტუმრების ლექციები. სკოლის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://summerschools.iliauni.edu.ge/
სტუდენტებს მოეთხოვებათ გერმანული ენის ცოდნა, დარგობრივი ცოდნა და მაღალი მოტივაცია. სასურველია, სტუდენტები იყვნენ კულტურის კვლევების, ფილოსოფიის, პოლიტიკის მეცნიერებების, სოციოლოგიის, სამართლის ან ჰუმანიტარული მიმართულებებიდან. განაცხადის შემოტანა შეუძლიათ სამივე საფეხურის სტუდენტებს. შეირჩევა 4 სტუდენტი სკოლაში მონაწილეობისთვის. სკოლის ფარგლებში გათვალისწინებულია ექსკურსიებიც.
მონაწილეების მსურველებმა სამოტივაციო წერილი და CV უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: phil.institute@iliauni.edu.ge
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 20 ივლისი.