12-14 დეკემბერს, სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის დაარსებიდან 70 წლისთავთან დაკავშირებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ინსტიტუტმა მოაწყო ინსტიტუტში 2012-2016 წლებში გამოცემული სამეცნიერო პუბლიკაციებისა და თარგმანების შესახებ საინფორმაციო გასვლითი შეხვედრა გორის, ქუთაისის და ბათუმის უნივერსიტეტებში. ღონისძიების ფარგლებში, გორის, ქუთაისის და ბათუმის უნივერსიტეტების ბიბლიოთეკებს საჩუქრად გადაეცათ თითოეული პუბლიკაციის ორ-ორი ეგზემპლარი.