მაგისტრ ბაქარ ბაიდაშვილის მოხსენება „ფრიდრიხ ნიცშეს პოლიტიკური ფილოსოფია“

30 მარტს სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ორგანიზებით გამართულ მორიგი სამეცნიერო კოლოქვიუმზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრმა ბაქარ ბაიდაშვილმა წაიკითხა მოხსენება „ფრიდრიხ ნიცშეს პოლიტიკური ფილოსოფია“.

ოხსენების მოკლე ანოტაცია

ფრიდრიხ ნიცშეს პოლიტიკური ფილოსოფიის აქტუალობა თანამედროვე კვლევების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. ნიცშეს ფილოსოფიაში აღმოვაჩენთ ისეთ საკითხებს, როგორიც არის კარგის და ცუდის, კეთილისა და ბოროტის გაგება, ასევე ავტორისეული წარმოდგენები ასკეტური იდეალებისა და ძალაუფლების ნების შესახებ. წინამდებარე კვლევის მიზანია ნიცშეს ფილოსოფიის პოლიტიკური ანალიზი, რომელიც, მომხსენებლის აზრით, გვთავაზობს პოლიტიკის ესთეტიკის სიცხადეს. ნაშრომში განხილულია ნიცშეს ფუნდამენტური ტექსტი „მორალის გენეალოგია“, რომელშიც ნიცშე მკაფიოდ გამოხატავს პოლიტიკურ შეხედულებებს, კერძოდ, ნორმატიული მორალის დაბადებასა და მის კრიტიკას. ნიცშეს შემდეგ მორალის გენეალოგიის შესახებ მსჯელობს ფრანგი ფილოსოფოსი მიშელ ფუკო, რომელიც განსხვავებული პერსპექტივიდან ცდილობს მორალის წარმომავლობის ანალიზს. მომხსენებელმა სწორედ მისი დახმარებით გადმოიტანა ნიცშეს პოლიტიკური ფილოსოფია თანამედროვე დისკურსში.

 

 

Facebook