2014 წლის 15 მაისს სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ორგანიზებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუმრობდა ამსტერდამის უნივერსიტეტის, ლოგიკისა და კომპიუტერული მეცნიერების პროფესორი, დოქტორი მარტენ მარქსი.
ლექციის ფარგლებში განხილული იყო ენის გამომთქმელი ძალის საკითხი. დოქტორმა მარქსმა მოხსენება დაიწყო იმის მითითებით, რომ ენა თითქოს უსაზღვროა, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენ ხშირად ვამბობთ ასეთ რაღაცას: „სიტყვებს ვერ ვპოულობ ჩემი მადლიერების გამოსახატავად“, „სიტყვები არ მყოფნის, რომ გითხრა, როგორ მიყვარხარ“, „ჩემი მწუხარება ენით აღუწერელია“ და ა.შ.
დოქტორმა მარქსმა წარმოადგინა მოსაზრება, რომ ხელოვნური ენებისთვის ხშირად შესაძლებელია მათი ექსპრესიული ძალის სემანტიკურად დახასიათება. იგი არგუმენტირებდა, რომ ასეთი დახასიათებების გამოყენებით შესაძლებელია ვაჩვენოთ, რომ ზოგიერთი ცნება არ არის გამოთქმადი ამ ენაზე. მის გარეშე მხოლოდ იმის თქმას შევძლებდით, რომ ჯერ-ჯერობით ჩვენ ვერ მოვძებნეთ ამ ცნების ენაზე გამოთქმა, მაგრამ ჩვენ არ გვეცოდინება, ასეა ჩვენი ცოდნის საზღვრები გამო, თუ – ენის საზღვრების გამო. ლექციის განმავლობაში დაზუსტებული იყო ეს იდეები და მაგალითების მეშვეობით ნაჩვენები იქნა კონკრეტულ სიტუაციებში მათი გამოყენება.