პროფესორ მონიკ კასტილოს ლექციების ციკლი თემაზე “მორალი და პოლიტიკა”

1-2 ნოემბერს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება პარიზის აღმოსავლეთ კრეტეილის უნივერსიტეტის პროფესორის, ფილოსოფიის დოქტორ მონიკ კასტილოს საჯარო ლექციების ციკლი: „მორალი და პოლიტიკა“.

პირველ დღეს მომხსენებელი მოხაზავს იმ თანამედროვე პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ პრობლემებს, რომელთა გადაწყვეტისათვის კანტის ფილოსოფია აქტუალურია; ისაუბრებს კანტისეულ მსოფლიო ისტორიის თეორიასა და მისი მოვალეობის ეთიკის შესახებ; ასევე კანტიანელი მკვლევრების მიერ შემოთავაზებულ ინტერპრეტაციებზე.

მეორე დღეს მონიკ კასტილო ისაუბრებს თავისი კვლევების ერთ-ერთ ცენტრალურ ტერმინებზე – უნივერსალიზმსა და პლურალიზმზე – თანამედროვე კოსმოპოლიტური პოლიტიკის კონტექსტში. განიხილავს, როგორ შეიძლება გადაიჭრას გლობალიზაციის ერთ-ერთი ძირითადი და დელიკატური, განსხვავებულობის, საკითხი კანტის ფილოსოფიის ფონზე. ბოლო ლექცია დაეთმობა ასევე კანტის ფილოსოფიური ნააზრევის ფონზე პოლ რიკერისეულ რეფლექსიას ეთიკურ საკითხებთან დაკავშირებით.

პროფესორი მონიკ კასტილო არის ფრანგი ფილოსოფოსის, პოლ რიკერის, მოწაფე.

ლექციების განრიგი და თემატიკა:

1-ლი ნოემბერი, ხუთშაბათი

12:00-14:00 საათი, A 101 აუდიტორია

„კანტის ფილოსოფიაზე თანამედროვე კვლევების მიმოხილვა. მსოფლიო ისტორიის კანტიანური თეორია“

15:00-17:00 საათი, A 203 აუდიტორია

„გლობალური მოვალეობა: კანტიდან თანამედროვე „კატასტროფიზმამდე“

2 ნოემბერი, პარასკევი

12:00-14:00 საათი, A 101 აუდიტორია

„გლობალიზაცია, წყარო ახალი კულტურული საჭიროებებისათვის. როგორ გავიგოთ კოსმოპოლიტური კულტურა გლობალიზაციის კონტექსტში?“

15:00-17:00 საათი, A 203 აუდიტორია

„პოლ რიკერის ფილოსოფია“

სამუშაო ენა: ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება თანმიმდევრული ქართული თარგმანი)

დრო: 1-2 ნოემბერი, 12 საათი

ადგილმდებარეობა:  A 101, A 203 აუდიტორიები (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

 

Facebook