სტეფანო პიროდის მოხსენება: “THRESHOLD: BIOPOLITICS AND MODERNITY RECONSIDERED”

29 იანვარს ფილოსოფიის ინსტიტუტის მორიგ სამეცნიერო კოლოკვიუმზე, სტეფანო პიროდიმ წაიკითხა მოხსენება: “Threshold: Biopolitics and Modernity Reconsidered”.

ერთმანეთისაგან დამოუკიდებელმა, თუმცა მაინც, გარკვეულწილად, ურთიერთდაკავშირებულმა ცნებებმა – ბიოპოლიტიკამ და მოდერნულობამ – წარმოშვა უამრავი მოსაზრება და თეორია პრაქტიკულ თუ თეორიულ ფილოსოფიაში. მომხსენებელმა ხაზი გაუსვა მოდერნულობის, როგორც მრავლიდან ერთ-ერთი შესაძლო კონტექსტის, მნიშვნელობას, რომელშიც შეიძლება მოთავსდეს ბიოპოლიტიკის საკითხი. აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით მან ჯერ განიხილა მიშელ ფუკოს მოსაზრება, შემდეგ კი ისაუბრა ჯორჯო აგამბენის ნაშრომებსა და ფრანც კაფკას პარაბოლაზე – „კანონის წინ“ ბიოპოლიტიკის განსაზღვრის ორი განსხვავებული მეთოდის წარმოსაჩენად. მომხსენებლის საბოლოო თეზის მიხედვით, ბიოპოლიტიკისა და მოდერნულობის ცნებები ხასიათდება არამდგრადობით; ფუკოს, აგამბენისა და კაფკას მიერ ზღურბლის ცნება გამოიყენება ამ ორი ცნების ერთმანეთთან შესათანხმებლად და გასამყარებლად.

Facebook